გაკვეთილის გეგმა



გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ნინო ლურსმანაშვილი
საგანი: ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/ მე-5
მოსწავლეთა რაოდენობა: 28
გაკვეთილის თემა: ფაილების სისტემა და მასთან დაკავშირებული მოქმედებები; ფაილები  და  საქაღალდეები.
სტანდარტი: ის ტექნ. V.4. მოსწავლეს შეუძლია ციფრული საშუალებების ეფექტიანად გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვის და ორგანიზების დროს.
მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს:

v გააცნობიეროს მოწყობილობაში მონაცემთა შენახვის იერარქია - (ფაილისაქაღალდექვესაქაღალდე);
v დააჯგუფ ფაილებ საქაღალდეებშიხოლო საქაღალდეებქვესაქაღალ­დეებად;
v გააზრებულად დაარქვას  სახელწოდებებსაქაღალდეებს და ქვესაქაღალდეებს;
v ლოგიკურად დაალაგ ფაილებ და საქაღალდეებმონაცემთა ეფექტიანად შენახვისმოძებნის და წაკითხვის მიზნით;
v განასხვავ ფაილების ტიპებს (ტექსტურიგრაფიკულიაუდიო) და გააცნობიერებს ამ ტიპების შესაბამისი ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმატით არსებობას;

აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი, მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
საორგანიზაციო საკითხები

მთელი კლასი

2წთ

2

აქტივობა 1

ვაცნობ კლასს გაკვეთილის თემას: „ფაილი და საქაღალდე“.
გაკვეთილის მიზანს:  დღეს ვისწავლით ფაილის, საქაღალდის და ქვესაქაღალდის  ცნების გააზრებას, მათ აღწერას და გარჩევას ტიპების მიხედვით.  შექმნით ფაილებს, საქაღალდეებს, ქვესაქაღალდეებს. ვისწავლით მათი დალაგების თანმიმდევრობას და შეინახავთ საჭირო მისამართზე.
გრძელვადიანი მიზნები: მომავალში მოსწავლეები ყველა ნამუშევარს, მოძიებულ ფაილებს და საჭირო მასალებს შეინახავენ თავის საქაღალდეებში შესაბამის ადგილას მოწესრიგებულად.
ვაცნობს შეფასების კრიტერიუმებს.
ვერბალური ახსნა
მთელ კლასთან
შეფასების რუბრიკები
(მაქვს გამოკრული კედელზე.






3წთ
3



აქტივობა 2

წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს ვუსვამს კითხვებს:  რა არის ინფორმაცია და როგორი სახით ჩაიწერება კომპიუტერში;  რომელი ორი ძირითადი პროგრამული უზრუნველყოფა ვიცით; რამდენი სახის გამოყენებითი პროგრამები ვიცით; კომპიუტერში რომ ინფორმაცია არ დაიკარგოს, როგორ უნდა მოვიქცეთ?;

ამ აქტივობის მიზანია: გონებრივი იერიშით განვაწყო მოსწავლეები ახალი ინფორმაციის მისაღებად
კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან.


5წთ
4












აქტივობა 3

გამოწვევის ფაზა.
სახლში ყველა თქვენგანს აქვს უამრავი ნივთი. გავიხსენოთ სად ინახება ისინი? გაქვთ თუ არა სათამაშოების ყუთი, სადაც ყველა თქვენი სათამაშო ინახება? სად ინახება ჭურჭელი? თქვენი სასკოლო ნივთები? ტანსაცმელი? პროდუქტი?  მოსწავლეების პასუხებიდან გამომდინარე ვეუბნები, რომ სახლში ყველა ნივთს თავისი ადგილი აქვს შესანახად. როგორ ფიქრობთ, რატომ? სად დაუწყებთ ძებნას თქვენს სათამაშოს, მაცივარში? კომპიუტერშიც ასეა როგორც სახლში. იქაც ხომ უამრავი ინფორმაცია ინახება. კომპიუტერშიც არსებობს ფაილების შესანახი „კარადები“ და „თაროები“, მათ საქაღალდეები ეწოდება. როგორ მოვიქცეთ რომ ადვილად მივაგნოთ ჩვენთვის საჭირო მასალას?  მივიყვან მოსწავლეებს იმ დასკვნამდე რომ საჭიროა საქაღალდეების შექმნა.
 მაგიდაზე  ვაწყობს წინასწარ გამზადებულ   A4 ფორმატის ფურცლებს, თითოეულზე ტექსტური, გრაფიკული, ვიდეო და აუდიო ფაილების პიქტოგრამებია გამოსახული და ვთხოვ
დააჯგუფონ  ტიპების მიხედვით.
პირდაპირი სწავლება
კითხვა პასუხი
მთელი კლასი
ინდივიდუალური
თვალსაჩინოება
10 წთ
5

















აქტივობა 4
სიღრმისეული წვდომა - 1) საპრეზენტაციო მასალის გამოყენება გაკვეთილის ასახსნელად; 2) პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ როგორ უნდა შეიქმნას  საქაღალდე, ქვესაქაღალდე კონტექსტური მენიუს გამოყენებით  My Documents საქაღალდეში. რადგან იციან ფაილზე სახელის დარქმევა, დამოუკიდებლად მოსინჯონ საქაღალდეზეც არის თუ არა შესაძლებელი იგივენაირად  სახელის დარქმევა;  
დავალება: შექმნან  My Documents-  საქაღალეში საქაღალდე თავთავიანთი სახელებით;
ამის შემდეგ ვახსენებ, რომ როგორც ფაილისათვის არის აუცილებე-ლი საკუთრივი სახელის დარქმევა, ასევეა საქაღალდის შემთხვევა-ში. უკეთ გააზრების მიზნით ვთხოვ მათ კომპიუტერში წინასწარ ჩაწერილ სხვადასხვა ტიპის ფაილებ  (ტექსტური გრაფიკული,  აუდიო,  ვიდეო), მიუჩინონ ადგილი შესაბამის საქაღალდეებში. თეორიული ცოდნის გადაიტანა პრაქტიკულში.
მიზანი: გავუჩინო მოსწავლეებს ინტერესი თავად გააკეთონ იგივე და დაინახონ რამდენად სწორად შეძლეს.
)პირდაპირი და არაპირდაპირი
სწავლება.
)კონსტრუქტივისტული სწავლება.

)თანამშრომლობა.
მთელი კლასი; ინდივიდუალური


კომპიუტერი;
პროექტორი;
თვალსაჩინოება -პრეზენტაციით.
20წთ.
6















აქტივობა 5. 
საშინაო დავალების ჩანიშვნა და მოსწავლეთა შეფასება.
მიზანი:
ყურადღების კონცენტრაცია.
გასასვლელი ბარათები
მოსწავლეებს ვურიგებ გასასვლელ ბარათებს, რომლებსაც შეავსებენ სახლში, რათა შევძლო მომდევნო გაკვეთილზე მათი განხილვა.
gasasvleli ბარათები
ukukavSirisTvis
·     რა ვიცოდი;
·     რა ვისწავლე;
·   რა მინდა ვიცოდე;



გასასვლელი ბარათები
5წთ.
















გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:    ჩემი მოსწავლეები გაკვეთილის ბოლოს შეძლებენ სხვადასხვა ტიპის ფაილების გარჩევას, საქაღალდის  და ქვესაქაღალდის შექმას, მათთვის სახელების დარქმევას და გადარქმევას, დალაგებას მათი ტიპის მიხედვით და შენახვას მისამართის გააზრებით. საჭროების შემთხვევაში ამოჭრას/ კოპირებას და ჩასმას სათანადო ადგილას. წაშლას და წაშლილი ფაილის თუ საქაღალდის აღდგენას. კომპიუტერისა და სხვა ციფრული მოწყობილობის გამოყენებისას.

მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები და რუბრიკები თან ერთვის გეგმას.   
ხელმოწერა:
თარიღი: 17.07.2018 წელი


Комментариев нет:

Отправить комментарий